თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 11 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის და მთაწმინდის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, შანიძის, გალის, თერგის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), ატენის (ნაწილობრივ), ფალიაშვიის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, საინგილოს, კახეთის ხევის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, გიორგი ბერიაშვილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთ უბანის დასახლების, ხევისპირის, წყაროთუბნის, მწვანე, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები