ჰიჯაბი

NIKE-მა ქალი მოცურავეებისთვის ჰიჯაბი გამოუშვა

0 კომენტარი

სპორტული ჰიჯაბის შემდეგ, კომპანია Nike-მა ჰიჯაბი ქალი მოცურავეებისთვის შექმნა. ამიერიდან ქალებს ჰიჯაბის ტარება წყალშიც შეეძლებათ. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამგვარი ჰიჯაბის შექმნის შთაგონება იმ მოცურავეებისგან მიიღეს, რომლებიც ბარიერის გამო, სპორტში მონაწილეობას სრულფასოვნად ვერ იღებდნენ. ასეთ ბარიერად ასახელებენ იმას, რომ მაგალითად, აქამდე ჰიჯაბის მატარებელი ქალები თავს სათანადოდ ვერ იფარავდნენ ან ღელავდნენ, ცურვის დროს მათი ჰიჯაბი ადგილზე იქნებოდა თუ არა.

ეს საცურაო კოსტუმები სრულიად ფარავს ქალის სხეულს, მსუბუქი ქსოვილისგანაა დამზადებული და სწრაფად შრება. კოსტიუმით წყალში თმა დაფარული და ფიქსირებულია.

ივნისში საფრანგეთში მუსლიმი ქალები საზოგადოებრივი საცურაო აუზების წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდნენ. მათ საფრანგეთის აუზებში ე.წ. ბურქინით (ბურქა და ბიკინი) ცურვა ეკძალებათ.

ოქტომბერში ვენაშიც გააპროტესტეს ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა.

ჰიჯაბი NIKE-ის ახალ კოლექციაში Victory Swim შედის და ის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან გამოვა. მისი ყიდვა ლონდონის ან ონლაინ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები