თავდასხმა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე

გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, მას და პარტიის კიდევ ერთ წევრს გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ. უგულავა წერს, რომ თავდასხმა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა.

"მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ, თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. ეტყობა, ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი", - დაწერა უგულავამ facebook-ზე.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ჯერჯერობით დეტალებს აზუსტებენ.

კომენტარები