სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: მთავარსარდლის მხრიდან ასეთი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია

0 კომენტარი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

"პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გმირი სამხედროები გვყავს, ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს", - ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას.

ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია ქვეყნის მთავარსარდლის მხირდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება.

"არ ვიცი რას გულისხმობდა ის, ალბათ მეტ კონკრეტიკას და ახსნას საჭიროებს. მე როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, დიდება ჩვენ სამხედროებს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი სამხედროები ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. 

კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები