ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გამოიგზავნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით წელს საქართველოში გზავნილები 13.3%-ით გაიზარდა. 

ნოემბერში საქართველოში გამოგზავნილი ფინანსური გზავნილების მოცულობამ 151 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელს 13,3%-ით აღემატება.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი — $37 მილიონი, წილი — 25%;
  • იტალია — $19.8 მილიონი, წილი — 13,3%;
  • საბერძნეთი — $15.8 მილიონი, წილი — 10,4%;
  • აშშ — $14,4 მილიონი, წილი — 9,5%;
  • ისრაელი — $13.7 მილიონი, წილი — 9.1%;
  • თურქეთი — $7.8 მილიონი, წილი — 5.2%;
  • ყირგიზეთი — $4.5 მილიონი, წილი — 3%;
  • გერმანია — $4.5 მილიონი, წილი — 3%;
  • უკრაინა — $4.2 მილიონი, წილი — 2.8%;
  • ესპანეთი — $ 3.8 მილიონი, წილი — 2.5%.

ნოემბერში გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილი ფულის რაოდენობაც. ნოემბერში საზღვარგარეთ გასული ფულადი გზავნილების რაოდენობამ  21.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. 

კომენტარები