Time-მა 2019 წლის ადამიანად გრეტა თუნბერგი დაასახელა

TIme

ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანად 16 წლის ეკოაქტივისტი, გრეტა თუნბერგი დაასახელა.

გარემოს დაცვის შვედი აქტივისტი Time-მა 2018 წელს ყველაზე გავლენიან ტინეიჯერად დაასახელა, ვინაიდან მან "მსოფლიოს გარშემო ასობით და ათასობით მოსწავლე შთააგონა, გაფიცულიყვნენ გარემოსთვის, რათა ლიდერებს მოქმედება დაეწყოთ".

თუმბერგი მსოფლიოსთვის ცნობილი სწორედ გასულ წელს გახდა, როცა შექმნა მოძრაობა #fridayforfuture. მისი მონაწილეები პარასკეობით სკოლას აცდენენ "ცვლილებებისთვის".

კომენტარები