ცნობილი ადამიანები

მსახიობები, რომლებიც ქასთინგებამდე თვრებოდნენ

ტაბულა

მსახიობებს, ისევე, როგორც სხვა ადამიანებს ალკოჰოლი სტრესის მოხსნასა და განტვირთვაში ეხმარება. ბევრ მათგანს მეტი გამბედაობისთვის ქასთინგამდეც დაულევია რამდენიმე (ან ბევრი) ჭიქა. ზოგს გაუმართლა და ალკოჰოლი როლის მიღებაში დაეხმარა, ზოგს კი პირიქით - სამსახური დააკარგვინა. 

რუნი მარა

საინტერესოა, რომ ფილმის The Girl with the Dragon Tattoo ქასთინგამდე რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა რუნი მარას დალევა და ნაბახუსევზე მოსვლა ურჩია. მსახიობმა ფინჩერის რჩევა გაითვალისწინა და როლიც მიიღო. 


ფოტო: film

ჯორჯ კლუნი

ბევრი წლის წინ, ფრენსის ფორდ კოპოლას Dracula-ში ლოთის როლის ქასთინგზე ჯორჯ კლუნი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, რის გამოც, კოპოლამ მის აგენტს დაურეკა და უსაყვედურა. მსახიობმა როლი ვერ მიიღო. 


ფოტო: film

ტომ ჰიდლსტონი

უილ ტერნერის როლი ფილმში Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl ორლანდო ბლუმამდე, ტომ ჰიდლსტონს შესთავაზეს. თუმცა მსახიობმა ჩათვალა, რომ ფილმი წარუმატებელი იქნება და ქასთინგზე ნაბახუსევზე, ღამენათევი და სრულიად მოუმზადებელი მივიდა, რის გამოც როლi ვერ მიიღო. 


ფოტო: ladbible

კირა ნაითლი

როდესაც, დენი ბოილმა გადაწყვიტა My Fair Lady-ს რიმეიქის გადაღება, ოდრი ჰეპბერნის როლის შესრულება, კირა ნაითლის სურდა. ქასთინგამდე მსახიობმა ერთი-ორი ჭიქა დალია, რომ ძალები მოეკრიბა და უფრო კარგად ემღერა, როლიც მიიღო. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ბოილმა პროექტზე უარი თქვა. 


ფოტო: indiewire

მეთიუ მაკკონაჰი

Dazed and Confused-ში მთავარი როლის შესაასრულებამდე, ახალგაზრდა მაკკონაჰი ხშირად დადიოდა ბარებში მეგობრებთან ერთად. სწორედ ერთ-ერთ ბარში მან, მთვრალმა გაიცნო ფილმის პროდიუსერი, რომელმაც ქასთინგზე მოსვლა შესთავაზა და მაკკონაჰიმ როლი მიიღო, რომელმაც მისი მომავალი წარმატება უზრუნველყო.


ფოტო: SportAccord


ფოტო: Zimbia

კომენტარები