გიგი უგულავა

უგულავაზე და გაბაშვილზე თავდასხმის შემდეგ ბრალი ცემისთვის უგულავას წაუყენეს

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს, 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ, ცემისთვის ბრალი თავად გიგი უგულავას წაუყენეს. 

დადგენილება ბრალდების შესახებ უგულავას სახლში მიუტანეს.

პირმა, რომელიც ევროპული საქართველოს წევრებს, გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა, უგულავას უჩივლა.

"ჰოი, საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს.

#მემიყვარსჩემიპატრული,"- წერს უგულავა facebook-ზე. 

თავდაპირველად შსს უგულავასთვის ბრალის წარდგენაზე კომენტარს არ აკეთებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს, ხოლო ბრალი ერთ-ერთ თავდამსხმელსაც წარუდგინეს.

დღეს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ დაესხნენ. მომხდარზე გამოძიება თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები - დავით გავაშელიშვილი და ბადრი პარკაძე - შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

უგულავა და გაბაშვილი ლარნაკაზე მიფრინავდნენ. უგულავას თქმით, ისინი ნაცნობ ქალბატონთან ერთად ყავას სვამდნენ, როდესაც თავდამსხმელები მათთან მივიდნენ და ჩხუბი წამოიწყეს.  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები