თავდასხმა უგულავაზე და გაბაშვილზე

გიგი უგულავას ძიუდოისტის ცემაში სდებენ ბრალს, გოკა გაბაშვილი - დაზარალებულად ცნეს

მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს, 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ, ძიუდოისტის ცემისთვის ბრალი თავად გიგი უგულავას წაუყენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს. 

ასევე, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს დავით პარკაძეს ბრალი წარედგინა, მეორე - ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი კი დაზარალებულად მიიჩნიეს.

დღეს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

უგულავა და გაბაშვილი ლარნაკაზე მიფრინავდნენ. უგულავას თქმით, ისინი ნაცნობ ქალბატონთან ერთად ყავას სვამდნენ, როდესაც თავდამსხმელები მათთან მივიდნენ და ჩხუბი წამოიწყეს.

რა წერია ბრალდების დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები