უზენაესი სასამართლო

მოსამართლეთა კენჭისყრაზე მისული ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

0 კომენტარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ცოტა ხანში უყრის.

"პარლამენტში არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საშვი გუშინ დაუშვეს. უჩემოდ აირჩევენ ე.წ. კვალიფიციურ და კლანის მხარდამჭერ მოსამართლეებს" - ამბობს ჯანეზაშვილი.

"საშვი მქონდა დაშვებუილი, როგორც წესი და რიგია, როგორც ხდება ხოლმე, ნაგრამ არ შემიშვეს. მიზეზი არ უთქვამთ, შეუშვეს მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც მე ვნახე, კიდევ კარგი, მაგის სინდისი მაინც შერჩათ, რომ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს არ უთხრეს უარი. მე არ შემიშვეს, მინდოდა მენახა, როგორ ირჩევენ კლანის მხარდამჭერებს და აქტივისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, თუმცა, ვერ მოხერხდა" - უთხრა ჯანეზაშვილმა ტაბულას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ინდივიდუალური კენჭისყრა 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში გაიმართება. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მათ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ევროპული საქართველოს შეფასებით კი, უზენაესი მოსამართლეობის სტანდარტს ოცი მოსამართლიდან მხოლოდ ორი აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები