ჟურნალისტებზე ძალადობა

ტაბულას ჟურნალისტზე მანდატურთან ერთად სდსს-ის თანამშრომელმაც იძალადა

მთავარი

მთავარი არხის ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელმაც დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ტაბულას ჟურნალისტზე იძალადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე ჯანელიძეა

მთავარის კითხვაზე, თუ რატომ გაიყვანა ძალის გამოყენებით ჟურნალისტი დარბაზიდან, ჯანელიძე კომენტარს არ აკეთებს. 

კადრებში ჩანს, თუ როგორ გაყავს ჯანელიძეს ჟურნალისტი ძალის გამოყენებით.

 

კიდევ ერთი პირი, რომელმაც ჟურნალისტზე ძალადობაში მონაწილეობა მიიღო მანდატური ალექსანდრე ყაველაშვილია

პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა დღეს მიაყენა. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა. ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა სწორედ მაშინ დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. ამ დროს დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.

კომენტარები