ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

ოფიციალურმა მოსკოვმა, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გერმანელ დიპლომატებს რუსეთის დასატოვებლად ორდღიანი ვადა მისცეს. დიპლომატების გაძევებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებებისთვის გერმანიის ელჩი დაიბარა. საკითხი 10 დღის წინ გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას ეხებოდა.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის ფონზე, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. იმავე დღეს, მოსკოვში განაცხადეს, რომ ბერლინის სარკისებურად უპასუხებდნენ. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის შესახებ გაიგეთ აქ.

კომენტარები