პარლამენტი

მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომა შეწყდა, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა

მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომა შეწყდა, გამოძახებულია პოლიცია.

სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა შეუძლოდ გახდნენ.

უცნობია, რა არის მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი.

კომენტარები