დაპირისპირება პარლამენტში

დაჩი ბერიამ რომან გოცირიძეს წიხლი ჩაარტყა

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ რომან გორიციძეს ფეხი დაარტყა.

რომან გორიციძე ამბობს, რომ მან ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომ ივანიშვილმა, იმის გამო, რომ ურჩები დაესაჯა, დააწინაურა - ერთი, მეორე კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და დაჩი ბერაიამ შესაძლოა მინისტრის პოსტსაც გამოჰკრას ხელი.

გოცირიძის თქმით, ბერაია სწორედ ამ პოსტმა გააღიზიანა.

"მოვიდა, მომადგა, ეს რას ამბობ, რას წერ. უტვინო ტიპი მოდის და ქურდულად არჩევს საქმეს. საკადრისი მიიღო, როგორც საჭიროა. ამ ადამიანებს ხანდახან მათივე ენით უნდა ელაპარაკო", - თქვა გოცირიძემ.

დაჩი ბერაიას თქმით კი, მისი "ბუნებრივი და ადეკვატური" რეაქცია გოცირიძის მხრიდან გინებას მოჰყვა.

"პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე არის უზრდელი ადამიანი. მივიღე მისგან შეურაცხყოფა.

ვერ გავიმეორებ, მან რაც მითხრა, მაგრამ მივუთითე მისი ასაკის შესახებ, მაგრამ მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდგომაც ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური", - თქვა ბერაიამ.

ის ერთ-ერთია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. 

კომენტარები