უსიამოვნო სუნი პარლამენტში

პარლამენტში სუნზე შსს-მ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში დაყენებულ მძაფრ სუნზე გამოძიება დაიწყო.

ეს ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს, 12 დეკემბერს პლენარული სხდომა მძაფრი სუნის გამო შეწყდა.

დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას მოძრაობა #სირცხვილიამ აიღო.

ამის შესახებ მოძრაობამ საკუთარ Facebook გვერდზე წერს ჰეშტეგით - #სისტემაყარს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები