საქართველოს პარლამენტი

ბერაია ძალადობის შესახებ: ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი

ქართული ოცნების დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძიზე მის მიერ ჩადენილ ძალადობაზე განმარტებები გააკეთა. ბერაია ბოდიშს უხდის საზოგადოებას ინციდენტის გამო. 

"პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რაც შეეხება ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და ამასთანავე უზრდელი ადამიანი. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია რასაც ის აკეთებს, რაზეც მივიღე შეურაცხყოფა. ამის შემდეგ მე მივუთითე მას მისი ასაკის შესახებ, ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლა კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი თქო", — განაცხადა ბერაიამ.

დეპუტატის თქმით, მისი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო.

"გოცირიძემ არ გაიგონა ეს ნათქვამი და კიდევ ერთხელ მომაყენა შეურაცხყოფა. მგონია, რომ ჩემი რეაქცია იყო ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი ამიტომ დავარტყი", — ამბობს ბერაია. 

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ რომან გორიციძეს ფეხი დაარტყა.

რომან გორიციძე ამბობს, რომ მან ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომ ივანიშვილმა, იმის გამო, რომ ურჩები დაესაჯა, დააწინაურა - ერთი, მეორე კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და დაჩი ბერაიამ შესაძლოა მინისტრის პოსტსაც გამოჰკრას ხელი.

გოცირიძის თქმით, ბერაია სწორედ ამ პოსტმა გააღიზიანა.

კომენტარები