რუსეთი

რუსულმა არხმა ზელენსკის სერიალი პრემიერის შემდეგ ეთერიდან მოხსნა, პუტინზე ხუმრობა ამოჭრა

0 კომენტარი

რუსულმა სახელმწიფო მედიამ TNT ცნობილი უკრაინული სერიალი "ხალხის მსახური", რომელშიც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თამაშობს, პრემიერის შემდეგ ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც სერიალში პუტინზე იხუმრეს.

სერიალში ახლადარჩეული პრეზიდენტი ვასილ გოლობოროდკო, რომლის როლსაც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თამაშობს, მაჯის საათს არჩევს. მაღაზიაში მას Hubolt-ის ფირმის მაჯის საათს ურჩევენ, რაც უკრაინულად ჟღერს, როგორც "ხუბლო" (хубло). გოლობოროდკოს ეუბნებიან, რომ ასეთ საათს პუტინი ატარებს, რაზეც გოლობოროდკო, რომლის როლსაც ზელენსკი ასრულებს ამბობს - "პუტინ ხუბლო?" (Путин – хубло?).

სერიალის პირველი სამი სერია გუშინ, 11 დეკემბერს გაუშვეს. ადგილობრივი მედია Vedomosti წერს, რომ სერიალი ხუთშაბათსაც და პარასკევსაც უნდა ეჩვენებინათ. თუმცა, ოთხშაბათს ღამით ცხრილი შეიცვალა და "ხალხის მხახურის" ნაცვლად არხმა სხვა სერიალების გაშვება გადაწყვიტა.

მაყურებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ სცენა, სადაც ზელენსკი პუტინს ახსენებს ამოჭრეს, მანამ, სანამ რუსეთის სხვა დროის ზონებში მას აჩვენებდნენ.

TNT-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ არხი სერიალის სამზე მეტი სერიის ჩვენებას არც აპირებდა და შემდეგ დღეებში სერიალის დაანონსება მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი იყო.

კრემლში განაცხადეს, რომ TNT-ის გადაწყვეტილებასთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. პესკოვი იმასაც უარყოფს, რომ რუსულ მედიაში ცენზურა გაძლიერდა.

გუშინ, 11 დეკმებერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, სერიალის სახლემწიფო ტელევიზიაში გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორი დღით ადრე რუსეთისა და უკრიანის ლიდერებს შორის ნორმანდიის სამიტი გაიმართა.

მანამ, სანამ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდებოდა ის სერიალში "ხალხის მსახური" თამაშობდა. სერიალში ის სკოლის ისტორიის მასწავლებლის როლს თამაშობს, რომელიც მომავალში მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. მან თავის პარტიას სერიალის სახელწოდება დაარქვა. არჩევნებამდე ზელენსკის მხარდამჭერთა ნაწილი მას მის პერსონაჟთან აიგივებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები