ნიკა მელიას საქმე

"ოცნების" ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას ხმა არ მისცა (სია)

0 კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის 88 წევრმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ქართული ოცნების ერთადერთი წევრი, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და შესაბამისად, ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას ხმა არ მისცა, კახა ოქრიაშვილია.

სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია კიდევ სამ დეპუტატს - ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი-სოციალ დემოკრატების წევრებს მირიან წიკლაურს და გია ჟორჟოლიანს, ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატს - ეკა ბესელიას.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები