სასამართლო სისტემა

უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით. ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას", - განაცხადეს მათ სათითაოდ. 

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატს 19-დან მხარი დაუჭირა. 

  • თამარ ალანია - 0 მომხრე, 6 - წინაღმდეგი - არ დაინიშნა.
  • მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე, 1 - წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი - არ დაინიშნა.
  • მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • მამუკა ვასაძე - 88 მომხრე, 0 წინააღმდეგი - დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • მაია ვაჩაძე - 90 მომხრე, 0 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • თამარ ზამბახიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე,  1 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • პაატა სილაგაძე - 0 მომხრე, 3 წინააღმდეგი. არ დაინიშნა. 
  • ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, 0 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • ლალი ფაფიაშვილი - 88 მომხრე, 0 წინააღმეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • ნინო ქადაგიძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგ, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • ლაშა ქოჩაშვილი - 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი - არ დაინიშნა. 
  • ქეთევან ციცნცაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • ალექსანდრე წულაძე - 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 
  • გოჩა ჯეირანაშვილი - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი. არ დაინიშნა. 

კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტრი თანამდებობისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხნა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ არც ერთ კანდიდატს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი პარლამენტს მიმართეს მოწოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აირჩიონ უვადო მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა. თუმცა, მმართველმა გუნდმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. 

_________________________________________________________________________

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა და სწორედ მათ გაესაუბრა პარლამენტი. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბარი არ შეუწყვეტია. 

კომენტარები