გიორგი გახარიას ვიზიტი უკრაინაში

გიორგი გახარიამ კიევში პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა

შსს

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა. 

გახარიამ პრესკონფერენციაზე შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა. ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი შეკითხვებსაც რუსულ ენაზე სცემდა პასუხებს.

12 დეკემბერს უკრაინაში საქართველოს პრემიერმინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 

12 დეკემბრის დილითვე გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდა უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკსა და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

კომენტარები