20 ივნისის აქციაზე დაკავებულები

20 ივნისს დაკავებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზად დაცვის მხარის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის შეუძლოდ ყოფნა სახელდება. 

დღეს უნდა გამართულიყო, მაგალითად, ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის სასამართლო პროცესიც, თუმცა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო დღევანდელი პროცესი. 

ამ საქმეს 300-მდე მოწმე ჰყავს, რომელთაგანაც ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ 16-ია დაკითხული. როგორც დაკავებულთა მშობლები აცხადებენ, ხელისუფლება ამ პროცესებს ხელოვნურად წელავს და ცდილობს დაკავებულთა ციხეში დატოვებას კიდევ რამდენიმე ხნით. 

"იმ 16 მოწმიდან არც ერთს არც ერთ პოლიტპატიმართან შეხებაც კი არ ჰქონია. ერთს ისიც უთქვამს, რომ ფეხი გადაუბრუნდა და იმიტომ მიუციათ დაზარალებულის სტატუსი"- ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა "ტელეკომპანია პირველთან". 

"ძალიან შეშინებული და დაზაფრული ვარ უფრო და უფრო, რადგან ადამიანები მიჰყავთ თვითმკვლელობამდე. ისეთ პირობებში ჰყავთ გამოკეტილი, არ ვიცი, რა დანაშაული უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ აი, ასე ამყოფო: მარტო, გამოკეტილი, ხმაურისა და ზეწოლის ქვეშ"- აღნიშნავს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა, რომლის სასამართლო პროცესიც გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ბუდაღაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე სკანდალური ჩვენება მისცა და თქვა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აიძულებდნენ, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შტურმით აღების მცდელობაში დაედანაშაულებინა. ამის შემდეგ ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს

კომენტარები