ჰომგ-კონგი

აქციების მიმდინარეობისას ჰონგ-კონგის პოლიციაში $122 მლნ-ით მეტი დანამატი გაიცა

SCMP

2019 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი პროდემოკრატიული აქციები დაიწყო, ნოემბრამდე, დაახლოებით, ჰონგ-კონგის 11 000 სამართალდამცავს  $122 მლნ-ით მეტი (950 მლნ ჰონგ-კონგური დოლარით მეტი) გადაუხადეს.

წელს ჰონგ-კონგის პოლიციის ბიუჯეტმა სრულიდ 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დოკუმენტს ქალაქის მთავრობის ფინანსური კომიტეტის წევრი ჩენგ ჩუნგ თაი აქვეყნებს. 

ნახევარი წლის წინ, როდესაც ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციები დაიწყო, მას შემდეგ თითქმის ყოველ კვირას ათასობით პოლიციელი დგას ჰონგ-კონგის ქუჩებში და ისინი ძალადობრივად არბევენ მომიტინგეებს.

აქციებს ყოველ კვირა ან ხშირად კვირაში რამდენჯერმე არბევდნენ, რა დროსაც ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს და სხვა საშუალებებს იყენებდნენ. ჰონგ-კონგის პოლიციის წარმომადგენლებმა მშვიდობიან მომიტინგეებს რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღითაც ესროლეს. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მომიტინგემ დაკარგა თვალი ან სხვა სახის სერიოზული დაზიანება მიიღო.

მომიტინგეების დარბევა ხშირად საათები გრძელდებოდა.

უფლებადამცველთა არაერთმა ჯგუფმა ჰონგ-კონგის პოლიცია და მთავრობა არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა ძალის გადამეტებისთვის.

ჰონგ-კონგში 21-26 ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით (PORI), ჰონგ-კონგელები პოლიციის მუშაობით ყველაზე ნაკლებად კმაყოფილები არიან. გამოკითხულთა 40%-მა ისინი 0 ქულით შეაფასა.

გასულ თვეს ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს. გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ჰონგ-კონგში აქციები გრძელდება. ისინი მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

ჰონგ-კონგის აქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები