სასამართლო სისტემა

ვოლსკი: პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს

ტაბულა

"რეალურად პერსპექტივაში მე გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია", - ამბობს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრაში, აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც გია ვოლსკი განმარტავს, უვადო მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევისთვის ქართულმა ოცნებამ კარგი მექანიზმი შეიმუშავა. მისივე თქმით, კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, მათ შორის თავად გუნდის მხრიდანაც.

"ვფიქრობ, რომ იმ სტანდარტს, რომელსაც სასამართლო იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებში, ექნება კვლავაც მომავალში საკმაოდ გამოკვეთილი კონტურები და ვფიქრობ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე აშშ-ს საელჩო იქნება თუ ნებისმიერი სხვა, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება დარწმუნდეს, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას მერე, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული", - ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ, 12 დეკემბერს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, პარლამენტის მიერ უზანაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დამტკიცების შესახებ სპეციალურ განცხადებას გამოაქვეყნა.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უზენაესის სასამართლოს შერჩევის და დამტკიცების პროცედურებში არ იყო ასახული ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. 

ამავდროულად, აშშ-ის საელჩოში ამბობენ, რომ უკვე დამტკიცებულ სიაში მოხვდნენ კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატურებს.

შეგხსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატს 19-დან მხარი დაუჭირა. 

თამარ ალანია - 0 მომხრე, 6 - წინაღმდეგი - არ დაინიშნა.

მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე, 1 - წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი - არ დაინიშნა.

მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

მამუკა ვასაძე - 88 მომხრე, 0 წინააღმდეგი - დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

მაია ვაჩაძე - 90 მომხრე, 0 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

თამარ ზამბახიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე,  1 წინააღმდეგი, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

პაატა სილაგაძე - 0 მომხრე, 3 წინააღმდეგი. არ დაინიშნა. 

ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, 0 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

ლალი ფაფიაშვილი - 88 მომხრე, 0 წინააღმეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

ნინო ქადაგიძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგ, დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

ლაშა ქოჩაშვილი - 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი - არ დაინიშნა. 

ქეთევან ციცნცაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

ალექსანდრე წულაძე - 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი. დაინიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

გოჩა ჯეირანაშვილი - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი. არ დაინიშნა. 

კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტრი თანამდებობისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხნა. 

კომენტარები