ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინი მომჩივან ქალებთან 25 მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს

Film

პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი აპირებს, ყველა ქალთან, რომელიც მისი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლია, ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის მიხედვითაც ის მათ (30-ზე მეტ მსაქხიობსა და მისი კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს) 25 მილიონს გადაუხდის. შესაბამისად, მომჩივანი ქალები ფულს პირდაპირ ვაინშტაინის სადაზღვეო კომპანიებიდან მიიღებენ.   

შეთანხმება ჯერ არ დადებულა და სასამართლოსაც ის არ უღიარებია. ამბობენ, რომ შეთანხმების მიხედვით, ვაინშტაინი თავის ბრალს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, რომ პროდიუსერის კომპანია გაკოტრებულია და 47 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ გადასხდელი აქვს. 

კომენტარები