გიორგი გახარიას პრესკონფერენცია

კალაძე გახარიას რუსულად გამოსვლაზე: პრობლემას ვერ ვხედავ, იქ ყველა რუსულად საუბრობდა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარიას მიერ პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს. 

"პრობლემას ვერ ვხედავ იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა. ამაში პრობლემური არაფერია",-თქვა კალაძემ. 

გახარიამ რუსულ ენაზე პრესკონფერენცია გუშინ, 12 დეკემბერს, სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ გამართა.  

პრემიერმინისტრი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებსაც რუსულ ენაზე სცემდა პასუხს. 

 

კომენტარები