გიორგი გახარიას გამოსვლა

კოპალიანი გახარიას რუსულად გამოსვლაზე: რუსულად დედამიწის მესამედი ლაპარაკობს, ენა რა შუაშია?

ქართული ოცნების დეპუტატი, კარლო კოპალიანი თვლის, რომ მსოფლიოს მესამედი რუსულად ლაპარაკობს და პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში "ტრაგედიას ვერ ხედავს".

"გვინდა თუ არ გვინდა, დედამიწის მესამედი ლაპარაკობს ამ ენაზე, ეს არის საერთაშორისო ენა, გაეროს მიერ აღიარებული. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები, თუნდაც, უკრაინის პრეზიდენტი, ძალიან ხშირად ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ეს არ არის ის, რომ ენამ რამე დააშავა, ენა რა შუაშია?"-თქვა კოპალიანმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

გუშინ, 12 დეკემბერს, კიევში გიორგი გახარიამ სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა. ამავე ენაზე უპასუხა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს. 

კომენტარები