თბილისის მერია

"იცით, რამხელა ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიას" - კახა კალაძემ ვარკეთილში ხეები დარგო

თბილისის მერიამ ვარკეთილში 1300 მარადმწვანე ხე დარგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.

"ლამაზი გამოვა ეს კონკრეტული ადგილი, სადაც განთავსდება ეს მწვანე ნერგები. ზოგადად, იცით, ჩვენი მხრიდან რამხელა ყურადღება ეთმობა ეკოლოგიას, ეკოლოგიის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და ეს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი იქნება, როდესაც მთლიანად დამთავრდება" - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები