ცნობილი ადამიანები

ჰოლივუდის ყველაზე რელიგიური მსახიობები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ჰოლივუდის მსახიობებს განსხვავებული მრწამსი და იდეები აქვთ. მათ შორის არიან ქრისტიანები, იუდევლები, ბუდისტები და ბევრი სხვა რელიგიის მიმდევრები. ჩვენ გავიხსენეთ ხუთი მსახიობი, რომლებიც რელიგიურობით გამოირჩევიან და ამას ინტერვიუებშიც უსვამენ ხაზს. 

1) ორლანდო ბლუმი

ორლანდო ბლუმი 19 წლის ასაკში ბუდისტი გახდა. 2004 წლიდან ის საერთაშორისო ბუდისტური ორგანიზაციის Soka Gakkai წევრია. " ფილოსოფია, რომელიც მე მივიღე, არ გულისხმობს ხის ძირას ჯდომასა და ცაში ყურებას, ის მეხმარება სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში" აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. 

ფოტო: HuffPost

2) ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი ყოველთვის აღნიშნავდა, მისი ცხოვრების რამდენად დიდ ნაწილს იკავებს იუდაიზმი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ცოლად იუდეველ კაცს გაჰყვეს. ასეც მოხდა. ის და მისი მეუღლე ბენჟამინ მილპიე, პორტმანის სადებიუტო ფილმის გადაღებების დროს ისრაელში იმყოფებოდნენ. სწორედ მაშინ შეუყვარდა მილპიეს ისრაელი და გადაწყვიტა, იუდეველი გამხდარიყო. 

ფოტო: NoCamels

3) ტომ კრუზი

ტომ კრუზი საენტლოგიის მიმდევარია. მსახიობმა ეს რელიგია 90-იან წლებში აირჩია და მას მერე საენტოლოგიური მოძრაობების აქტიური წევრია. "შეგიძლია ერთდროულად ქრისტიანიც იყო და საენტოლოგიც, ამიტომ ამ რელიგიის გაგება ძალიან რთულია. მაგრამ ეს რელიგიაა, რადგან შენს სულიერებასთანაა კავშირში. ის გჩუქნის იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენება ცხოვრებაში შეგიძლია" თქვა კრუზმა.

ფოტო: newsypeople
 

4) დენზელ ვაშნგტონი

ვაშინგტონი ყოველ დილას ბიბლიის კითხვით იწყებს. მსახიობი მღვდლის ოჯახში გაიზარდა, თუმცა ეკლესიაში სიარულს ყოველთვის აძალებდნენ. მიუხედავად არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებებისა, ის მაინც ფიქრობდა, რომ მამამისის კვალს გაჰყვებოდა და მოძღვარი გახდებოდა, თუმცა შემდეგ, თავს უცნაური რამ გადახდა. 1975 წელს, როდესაც ვაშინგტონი სტილისტთან თმას ისწორებდა, მასთან ქალი მივიდა და უწინასწარმეტყველა, რომ ის ბევრს იმოგზაურებს და მილიონობით ადამიანს დაელაპარაკება. ასეც მოხდა - ვაშინგტონის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდა. 

ფოტო: charismamag

5) ეშტონ კუტჩერი

ეშტონ კუტჩერი იუდაიზმის ერთ-ერთი მოძღვრების - კაბალას მიმდევარია. კაბალათი, მსახიობი მაშინ დაინტერესდა, როდესაც დემი მურთან ერთად იყო. მოგვიანებით, როდესაც წყვილი დაშორდა, ეშტონი კვლავ ამ მოძღვრების ერთგული დარჩა, მეტიც, კაბალამ მისი ცოლი - მილა კუნისიც დააინტერესა და წყვილმა თავიანთი შვილი ამ მოძღვრების მიხედვით მონათლა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები