თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

16 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონი 

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, აეროპრტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, თვალჭრელიძის,  დიმიტროვის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლებს. 

საბურთალოს რაიონი 

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის, იოსებიძის და არჩილ სულაკაურის ქუჩების  მაცხოვრებლებს. 

ჩუღურეთის რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ვაკის რაიონი 

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, დობრილიუბოვის, ენისელის, ზედაზენის, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, კოდალოს, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ლევან ქართლელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ისნის რაიონი 

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, აბულაძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",-აცხადებს თელასი.

 

კომენტარები