ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ჰაიკო მაასი: პუტინის რეაქცია ხანგოშვილის საქმეზე, მკვლელობის გამართლების მცდელობაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი ხანგოშვილის საქმეზე ვლადიმერ პუტინის რეაქციას გმოეხმაურა. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ის ეთერში, მაასმა განაცხადა პუტინის სიტყვები მკვლელობის გამართლების მცდელობად შეაფასა. 

მაასის თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ გერმანიამ უპასუხოდ დატოვა მათი მოთხოვნა ხანგოშვილის ექსტრადიციის შესახებ სულელურად ჟღერს და მკვლელობის გამართლების მცდელობაა. 

9 დეკემბერს პარიზში გამართული ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა, ბერლინში მოკლულ ხანგოშვილს, სისხლს მოწყურებული ადამიანი უწოდა. პუტინმა განაცხადა, რომ ხანგოშვილი რუსეთში მომხდარი რამდენიმე ტერაქტის ორგანიზატორი იყო. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის ნებისმიერი კავშირი მკვლელობასთან და განაცხადა, რომ იმ წრეში, საიდანაც ხანგოშვილი მოდიოდა, ნებისმიერ რამ შეიძლება მოხდეს. 

წინა დღეებში, გერმანიის საგარეო უწყებამ ოფიციალურად უარყო ინფორმაცი რუსეთის მხრიდან ხანგოშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ. გუშინ, 12 დეკემბერს რუსეთმა ორი გერმანელი დეპუტატი ქვეყნიდან გააძევა. 

ეს ნაბიჯი მოსკოვმა, ბერლინის საპასუხოდ გადადგა. 3 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.  

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება უშუალოდ, გენერალურმა პროკურორმა პეტერ ფრანკმა გადაიბარა. გერმანიაში სერიოზულად ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. 

წინა დღეებში, გერმანიის მთავრობის რამდენიმე წევრმა განაცხადა, ახლო მომავალში გერმანიამ კვლავაც შეიძლება მიიღოს სადამსჯელო ზომები რუსეთის მიმართ. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ. 

 

კომენტარები