ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ტარდება

მწვერვალი აილამა
Wikipedia

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი ადამიანის შესახებ. მათი განცხადების მიხედვით, დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება. მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

როგორც განხადებიდან ირკვევა, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიხედვით, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი და დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები