ვაჟა გაფრინდაშვილი

გატაცებული ექიმის გულშემატკივრები თბილისში შეიკრიბენ, აქცია საოკუპაციო ხაზთან გაგრძელდება

0 კომენტარი

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და გულშემატკივრები თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენ. მოგვიანებით აქცია საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებს.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

"დარწმუნებული ვარ, ვაჟას ძალიან ეხმარება ეს სოლიდარობა იქ, სადაც არის, იმ გაუსაძლის პირობებში. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. გვინდა, რომ იქ 'საზღვართან' გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარჭერა იმ ადამიანისადმი, რომელიც ტყვეობაშია და შეიძლება არც იცის, აქეთ რა ხდება და გავაგონოთ ხმა, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომელსაც ის იქ იცავს", - ამბობს გაფრინდაშვილის მეუღლე.

------

თვეზე მეტია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.  

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები