ვაჟა გაფრინდაშვილი

დააბრუნეთ ექიმი სახლში - საოკუპაციო ხაზთან თეთრ ბუშტებზე დამაგრებული ექიმის ხალათი გაუშვეს

0 კომენტარი

საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა ჰაერში თეთრ ბუშტებზე დამაგრებული ექიმის ხალათი გაუშვეს. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ექიმებსაც მიმართა:

"პერფორმანსი მოვიფიქრეთ - ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი. 'ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს'. დარწმუნებული ვარ, იქაც რომ ქონდეს საშუალება ვაჟას, ისევ უანგაროდ დაეხმაურებოდა იქაურ პაციენტებს, როგორც აქ ეხმარებოდა. ამ ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ ეს თეთრი ხალათი, იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს. დააბრუნეთ ექიმი სახლში", - თქვა თამილა ლაფანაშვილმა.

გატაცებული ექიმის ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დღეს 15 დეკემბერს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენ. აქცია საოკუპაციო ხაზთან გაგრძელდა.

 

----------------------------

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები