ერეკლე კუხიანიძე

"ვინც გავრილოვს ფიზიკურად შეეხო, მტერი და დასასჯელია" - რას წერდა კუხიანიძე 20 ივნისს

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

თვეზე მეტია, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ოკუპანტების ტყვეობაშია. 

20 ივნისს კი საქართველოში დღემდე მიმდინარე კრიზისი დაიწყო: რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჯდომას პროტესტი მოჰყვა, პროტესტს - აქციის ძალადობრივი დარბევა, დარბევით გამწვავებულ ვითარებას - არჩევნების პროპორციული სისტემის დაპირება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა უკან წააღო და პარლამენტმა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პერმანენტულ აქციებსა და პიკეტებს აწყობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები