მოლაპრაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

რუდი: შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ღია დავტოვეთ კარი კონსულტაციებისთვის

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, დიპკორპუსის მონაწილეობით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდის თქმით, შეხვედრების მესამე რაუნდის დასასრულს შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

"დიალოგის მესამე რაუნდის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ყველა დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რადგან დემოკრატიისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგას და როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების შევსების პრინციპი მრავალმანდატიან მაჟორიტარული ოლქის მოდელის მიხედვით. დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ღია დავტოვეთ კარი იმისათვის რომ შუამავლებმა გააგრძელონ კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით, იმ დაშვებით რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით უქმეეების დაწყებამდე", - ამბობს ელიზაბეთ რუდი.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართება

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები