ბრედ პიტი

ბრედ პიტი შობის დღესასწაულს მხოლოდ სამ შვილთან ერთად გაატარებს

Us Weekly

ბრედ პიტი, რომელიც 18 დეკემბერს 56 წლის ხდება, შობას მხოლოდ სამ შვილთან: შაილოსთან, კნოქსთან და ვივიენთან ერთად გაატარებს. დანარჩენი სამი ბავშვი და ანჯელინა ჯოლი დღესასწაულს მათთან ერთად არ აღნიშნავენ. 

როგორც წყარომ გამოცემას Entertainment Tonight უთხრა, მსახიობის სამი შვილი ზაჰარა, პაქსი და მედოქსი მამასთან ლოს ანჯელესში თავიანთი ნებით არ მიდიან. მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პიტსა და მედოქსს უკვე საკმაოდ დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. 

კომენტარები