PewDiePie

"ძალიან დაღლილი ვარ" - PewDiePie-მ იუთუბისგან დასვენება გადაწყვიტა

PewDiePie

იუთუბის ვარსკვლავმა PewDiePie შემდეგი წლიდან იუთუბისგან დაისვენებს, რადგან მისი თქმით ის "ძალიან დაიღალა".

29 წლის შვედი იუთუბერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ფელიქს კელბერგია, ცნობილი იუთუბით გახდა და ის ერთი პერიოდი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი იუთუბერი იყო.

"შემდეგი წლიდან მე ცოტა ხნით მოგწყდებით. მოგვიანებით აგიხსნით ყველაფერს", - თქვა PewDiePie-მ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

PewDiePie-ს იუთუბზე 102 მილიონი გამომწერი ჰყავს და მთლიანობაში მის ვიდეოებს 22.3 მილიარდი ნახვა აქვს. შვედ იუთუბერს წლების განმავლობაში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავდა, სანამ მას ინდური არხი T-Series გადაასწრებდა.

"შემდგი წლიდან იუთუბისგან დავისვენებ. მინდოდა ეს მეთქვა, რადგან გადაწყვეტილება შევცვალე. დაღლილი ვარ. ძალიან დაღლილი ვარ. არ ვიცი რისი თქმა შეგიძლიათ", - თქვა PewDiePie-მ.

კომენტარები