Google

Year in Search 2019: რას ეძებდნენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად Google-ის სისტემაში

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

Google-მა თავისი ყოველწლიური მონაცემები "Year in Search" გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა რას ეძებდნენ მომხმარებლები 2019 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად. Google-ის ტოპ 10 კი ასეთა:

10. Jussie Smollett

იანვარში ჯუსი სმოლემ განაცხადა, რომ მას რასისტული და ჰომოფობიური ჯგუფები დაესხნენ თავს. გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის იტყუებოდა. 

ფოტო: buzzfeed

9. iPhone 11

Apple-მა ახალი Iphone-ის გამოსვლა სექტემბერში დააანონსა.

ფოტო: buzzfeed

8. Game of Thrones

სერიალის ბოლო სეზონს მსოფლიოში უამრავი ადამიანი უყურებდა, თუმცა ძალიან ბევრი მათგანი ფინალით უკმაყოფილო დარჩა. 

ფოტო: casino

7. Avengers: Endgame

Marvel-ის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტი და მესამე ფაზის დასასრული 2019 წლის აპრილში გამოვიდა. 

ფოტო: Collider

6. Luke Perry

4 მარტს გულის შეტევისგან მსახიობი ლუკ პერი გარდაიცვალა. 

ფოტო: Los Angeles Times

5. Antonio Brown

ამერიკული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი წელს შეუსაბამო საქციელის გამო არც ერთ გუნდში თამაშობდა. ასევე მას სექსუალური ძალადობისთვის უჩივლეს. 

ფოტო: Business Insider

4. Hurricane Dorian

ქარიშხალმა Dorian-მა ბაჰამის კუნძულებს უდიდესი ზიანი მიაყენა. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა  მოიტყუა, რომ ის ალაბამას უახლოვდებოდა. 

ფოტო: ABC News

3. Nipsey Hussle

ცნობილი რეპერი 31 მარტს პარკინგზე მოკლეს. 

ფოტო: Hollywood Reporter

2. Cameron Boyce

20 წლის მოდელი და მსახიობი 6 ივლისს ეპილეფსიის შეტევისგან გარდაიცვალა. 

1. Disney+

სტრიმინგ სერვისი წლის ყველაზე დიდი პროექტია. 

ფოტო: medium

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები