სახელმწიფო შესყიდვები

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა მუნიციპალიტეტიდან 1.4 მილიონი მიიღო

0 კომენტარი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიამ გამარტივებული შესყიდვებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1 403 997 ლარი მიიღო.

ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წელს გახდა. თანამდებობის დაკავებამდე ის ფლობდა კომპანია "ჩალიუსს", რომლის დირექტორი ოთარ ბუზარიაშვილი იყო.

2018 წელს, მას შემდეგ, რაც ჩალათაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ბუზარიაშვილმა ახალი კომპანია დააფუძნა - შპს "ახალი კომპანია 2018". ამ კომპანიამ კი 2019 წელს გამარტივებული შესყიდვებიდან 1 336 748 ლარი მიიღო და 67 248 ლარიანი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ახალ კომპანია 2018-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გარეთ არც ერთ ტენდერსა თუ გამარტივებულ შესყიდვაში მიუღია მონაწილეობა. მუნიციპალიტეტს გარეთ ტენდერებსა და შესყიდვებში არც ოთარ ბუზარიაშვილის სხვა კომპანიები მონაწილეობდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები