თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 17 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და კოჯრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, საბატონოს და ვლადიმერ წითლანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, პუშკინის, გუდიაშვილის და ეროსი მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილორივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები