ხელფასები

საქსტატი: მამაკაცის საშუალო ხელფასი ქალისას 551.6 ლარით აღემატება

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის მესამე კვარტლის ხელფასების სტატისტიკა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მამაკაცების საშუალო ხელფასი 551.6 ლარით აღემატება ქალისებისას.

კერძოდ, საქსტატის თანახმად, მამაკაცის საშუალო ხელფასი წლის მესამე კვარტალში 1475.7 ლარი იყო, ქალების კი - 924.1 ლარი.

ჯამში, საშუალო ხელფასი საქსტატის მონაცემებით 1217.1 ლარია.

საშუალო ხელფასები ყველაზე მაღალი შემდეგ დარგებშია:

  • მშენებლობა - 2 008.4 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი

კომენტარები