ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინი: თავს დავიწყებულ კაცად ვგრძნობ

0 კომენტარი
ფოტო: The Post

ცნობილმა პროდიუსერმა და მრავალი ქალის მიერ სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულმა ჰარვი ვაინშტაინმა The Post-ს ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუს პარასკევს, ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში შედგა, სადაც მას გასულ დღეს ხერხემლის სამ-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

"თავს დავიწყებულ კაცად ვგრძნობ", - თქვა ინტერვიუს დასაწყისში ჰარვი ვაინშტაინმა.

ამის შემდეგ მან თქვა, რომ ქალებისთვის გზა კინოინდუსტრიაში მან გაკაფა, რადგან 30 წლის წინ ის ბევრ ქალებისთვის შექმნილ და ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებზე მუშაობდა, მაშინ როდესაც ამას არ აკეთებდნენ.

ამის შემდეგ მან მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მინდა რომ ხალხი ისეთს მიცნობდეს, როგორიც ვიყავი და არა როგორიც გავხდი", - თქვა ჰარვი ვაინშტაინმა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ამის შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალები წერდნენ სექსუალური შევიწროების გამოცდილებებზე.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

"მე წარმატება საკუთარი თავისგან შევქმენი. ფული არ მქონდა და იმპერია Miramax-თან ერთად შევქმენი", - თქვა ჰარვი ვაინშტაინმა.

ჰარვი ვაინშტაინი საავადმყოფოდან კვირას გამოწერეს, მისი მომდევნო სასამართლო 6 იანვარს არის ჩანიშნული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები