Banksy-ის ყოფილმა აგენტმა და ფოტოგრაფმა სტივ ლაზარიდესმა არტისტის ამსახველი ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას სახე კვლავ არ უჩანს.
სტივ ლაზარიდესი Banksy-სთან 11 წლის განმავლობაში მუშაობდა და მას ყველაფერში ეხმარებოდა.
გამოქვეყნებული სურათები 2003 წელს, ლონდონში არის გადაღებული, როდესაც Banksy-მ პიკადელიზე მაკდონალდსის ლოგოიანი დიდი ბუშტით ინსტალაცია გააკეთა.
სტივ ლაზარიდესმა გაიხსენა, როგორ აკეთებდა არტისტი ამ ინსტალაციას და რა რეაქცია ჰქონდათ გარშემომყოფებს.
"ყველაფერი ისტერიული იყო. მე ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ მოვიდა პოლიცია სამ თუ ოთხ ჯგუფად, გაჩერდნენ, შეხედეს, შემდეგ ფიქრეს "ჯანდაბაც" და წავიდნენ", - თქვა მან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტივ ლაზარიდესმა Banksy-ის სურათები გამოაქვეყნა - პირველად მან ქუჩის არტისტის სურათები 31 ოქტომბერს გაავრცელა.