გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

თურქმენეთის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს ვარჯიშის გაკვეთილები ჩაუტარა [VIDEO]

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ოლიმპიურ ქალაქ აშხაბადში, ბოულინგის დარბაზში, ქვეყნის ძალოვანი უწყებების მინისტრები შეკრიბა და მათ ვარჯიშის გაკვეთილები ჩაუტარა. 

ტრენინგს ესწრებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, საბაჟო სამსახურის უფროსი და სხვა თანამდებობის პირები. მათ პრეზიდენტმა სხვადასხვა ვარჯიშები შეასრულებინა. 

გამოცემა "თურქმენეთის ქრონიკებმა" ვარჯიშის ვიდეოს ჟან კლოდ ვანდამის ფილმის, Kickboxer-ის მუსიკა და რუსული გახმოვანების ტექსტი დაადო.

კომენტარები