კონგრესმენების წერილი

გახარია კონგრესმენებზე: აქციის დაშლაზე რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით

გიორგი გახარია სუამ-ის ქვეყნებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციაზე, სადაც მან რუსულ ენაზე ისაუბრა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას აშშ-ის კონგრესმენების წერილის იმ ნაწილზეც დაუსვეს შეკითხვა, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევებს ეხებოდა. გახარია ამბობს, რომ ვერც ამ ნაწილში ის პრობლემას ვერ ხედავს. 

პრემიერმინისტრის თქმით, ის ამერიკულ მხარეს "რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას" მიაწვდის აქციის დაშლასთან დაკავშირებით. 

"დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო განხორციელებული სამართალდამცველების მიერ. არასდროს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ასეთი დაცული და ღია არ ყოფილა," - ამბობს გახარია.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა. 

სხვა საკითხებთან ერთად კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს მოქალაქეების უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

"ახალი ამბები, რომ მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციის ლიდერები დაშავდნენ და საავადმყოფოშიც კი იყვნენ გადაყვანილები - თავზარდამცემია",- წერია წერილში. 

კომენტარები