ერეკლე კუხიანიძე

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გამოათრიეს, ცუდად გახდა

0 კომენტარი
ფოტო: Tv პირველი

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გამოათრია, შეუძლოდ გახდა. საკრებულოში სასწრაფო დახმარების სამსახურს ელოდებიან. ქართული ოცნების საკრებულოს წევრის, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის მტკიცებით, მათ აქტივისტი "ძალის გამოყენებით იმიტომ გამოიყვანეს", რომ ის ცუდად იყო.

"იატაკზე ეგდო ძირს, ეს ადამიანები არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ კორიდორში გამოგვეყვანა და დახმარება აღმოგვეჩინა, ეს არის ამ ადამიანების სახე... ძალის გამოყენებით უნდა გამოგვეყვანა ადამიანი, რომელიც იყო შეუძლოდ" - ამბობს ჩაკვეტაძე.

პოლიციას აქტივისტებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან იძულებით არაერთი აქტივისტი გაიყვანეს. მათ რამდენიმე გოგო კიბეზე ძალით ჩაათრიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი აქტივისტი დაშავდა კიდეც, რადგან ახალგაზრდა კაცმა კიბეზე თავი დაარტყა.

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და მისგან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

თბილისის საკრებულოში ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები