დაპირისპირება საკრებულოში

კუხიანიძის კაბინეტიდან აქტივისტების ძალით გაყვანის შემდეგ, 4 ადამიანი დააკავეს

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 4 პირი დააკავა. ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას - ედავებიან.

საკრებულოში აქტივისტებმა დაახლოებით ერთი საათის წინ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს. საკრებულოში არ უშვებენ არც მედიას.

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს.

კომენტარები