აშშ-საქართველო

რუდი: გვსურს, სამომავლოდ დანიშნულ მოსამართლეებს საქართველოს ყველა მოქალაქის ნდობა ჰქონდეთ

0 კომენტარი
ელიზაბეთ რუდი ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ავლაბრის სასახლეში გამართულ ელჩების კონფერენციაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გასულ კვირას პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ სასურველია მოსამართლეებს მეტი ნდობა ჰქონდეთ:

"ვიტყოდი, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად მრავალმხრივი ახალი პროცესი შექმნა. იმპლემენტაციასთან და შედეგებთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შეშფოთება. გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, რათა სამომავლოდ დანიშნულ მოსამართლეებს საქართველოს ყველა მოქალაქის ნდობა ჰქონდეთ."

ელიზაბეთ რუდმა თქვა, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს:

"აშშ-ს მიაჩნია, რომ დომოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ გააკეთა აშშ-მა წლების განმავლობაში 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია რათა საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობით შეექმნა მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო. ამ პერიოდში ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი. მაგალითად მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩამოყალიბება, საქმეების მენეჯმენტის უკეთესი სისტემა, საკითხები, რამაც საქართველოს მოქალაქეებისათვის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება გააუმჯობესა. ასევე გამოვყოფდი გასულ კვირას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიღებას პარლამენტის მიერ. რა თქმა უნდა, კვლავ არის საჭირო პროგრესი, რათა სრულად ჩამოყალიბდეს სასამართლო სისტემა, რომელსაც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქის ნდობა და აშშ აპირებს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებას." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში, პარლამენტის მიერ უზანაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დამტკიცების შესახებ სპეციალურ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 

ნათქვამია, რომ უზენაესის სასამართლოს შერჩევის და დამტკიცების პროცედურებში არ იყო ასახული ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. 

ამავდროულად, აშშ-ის საელჩოში ამბობენ, რომ უკვე დამტკიცებულ სიაში მოხვდნენ კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატურებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები