თურქმენეთი

თურქმენეთის პრეზიდენტი პროგრამირების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
PANORAMA.PUB

გუშინ თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პროგრამირების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

ღონისძიებაზე თუქმენეთის პრეზიდენტს არ ელოდნენ, მაგრამ ყვავილები და საჩუქრები მაინც თან ჰქონდათ, თან არა ერთი და ორი, არამედ ურიცხვი ოდენობის.

ოფიციალურ კომუნიკეში წერია, რომ თავდაპირველად ბერდიმუხამედოვმა მოკრძალების გამო, კონკურსში მონაწილეობის მიღება არ ისურვა, თუმცა ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ის ამ გადაწყვეტილების მიღებაში მაინც დაარწმუნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა - "მან HTML-ის პროგრამულ ენაზე შექმნა თანამედროვე, რომელიც პროგნოზირებს თურქმენეთის კეთილდღეობას და ტექნოლოგიურ ლიდერობას".

ბერდიმუხამედოვის პრესსამსახურის ცნობით, გამარჯვების შემდეგ ის სპონტანური, მაგრამ ყოვლისმომცველი და ინფორმატიული გამოსვლით გამოვიდა.

დამსწრეებმა "პატივცემული პრეზიდენტის ყველა სიტყვა ჩაიწერეს".

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, სადაც გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ ის "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" მანქანით გარს უვლის.

კომენტარები