15 წლის მოზარდის გარდაცვალება

"ლუკა ბოდიში, სისტემა კლავს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა წარწერები დატოვეს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

"ამ ცხოვრების დედაც, ლუკა ბოდიში, სისტემა კლავს" - 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და წარწერები დატოვეს. 

აქცია გაიმართა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ. აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და გზაზე წარწერები, "ამ ცხოვრების დედაც" დაწერეს.

აქცია გაიმართა დიღმის პოლიციასთანაც. მანამდე, სოლიდარობის აქცია გაიმართა იაშვილის სახელობის კლინიკასთანაც, სადაც 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. აქტივისტებმა კლინიკასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს. 

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დღეს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

დღეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები